ფონდის, „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ბაზაზე შექმნილი პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული ონლიანსკოლის „გაკვეთილები საზღვრების გარეშეს“ ვებ-გვერდზე ფონდის პრეზიდენტის თიკა სვანიძე-ვენკოსა და საბავშვო არაფორმალური განათლების ცენტრის ხელმძვანელის ვახტანგ ჯინჯიხაძის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებ-განყოფილება ქართული საკვირაო სკოლებისათვის.

აღნიშნული ვებ-განყოფილება, რომელზეც თქვენ ახლა იმყოფებით ემსახურება საკვირაო სკოლების ცნობადობის გაზრდას და მათთვის პირადი ინტერნეტ სივრცის გამოყოფას.

სამშობლოდან ძალიან შორს, ემიგრაციაში მცხოვრები მოზარდებისთვის ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნებაში ლომის წვლილი სწორედ, რომ საკვირაო სკოლებს მიუძღვით. დღესდღეობით არსებული მდგომარეობით, საკმაოდ მწირია ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტული ქართველებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი როლის მქონე საკვირაო სკოლების შესახებ.

ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ პირველი საერთშორისო დიასპორული ონლაინსკოლის პლატფორმაზე შექმნილი საკვირაო სკოლების მიმართულება, ქართული საკვირაო სკოლების ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს, ამასთან სკოლებს შორის კომუნიკაციის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება მეტად გამარტივდება.


ახლა კი უფრო კონკრეტულად მოგიყვებით რა სახის ინფორმაციის განთავსებას შეძლებთ ჩვენს პლატფორმაზე.

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ჩვენ მოგცემთ შესაძლებლობას თქვენს ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებულ ან თქვენს მიერ დაფუძნებულ საკვირაო სკოლას ჰქონდეს პერსონალური ვებ-გვერდი, რომლის მართვასაც თავისუფლად და დამოუკიდებლად თავადვე შეძლებთ. ატვირთავთ სიახლეებს, გააზიარებთ ინფორმაციას სკოლის დაფუძნების, მოსწავლეების, აქტივობებისა და საქმინობის შესახებ.

პირველი საერთშორისო დიასპორული ონლაინსკოლის პლატფორმაზე შექმნილმა საკვირაო სკოლების მიმართულებამ მოგვცა შესაძლებლობა, ერთ სივრცეში მოგვექცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაფანტული საკვირაო სკოლები.

ვიმედოვნებთ, რომ თქვენც მალე შემოგვიერთდებით
დეტალური ინფორმაციის მისაღებად
დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 593 255 255
ან მოგვწერეთ მეილზე: diasporaallianceforgeorgia@gmail.com