in

ჩვენ წარმოსახვით მზიურში ნოდარ დუმბაძე გავაცოცხლეთ

“სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ… და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან”

14 ივლისი ნოდარ დუმბაძის დაბადების დღე. ეს თარიღი სიმბოლური იყო,  სასწავლო წელი ჩვენმა უფროსმა ბავშვებმა ნოდარ დუმბაძის შემოქმედებით დაასრულეს. 

მზიური ნოდარ დუმბაძის დისნეი ლენდი— ჩვენ  წარმოსახვით მზიურში ნოდარ დუმბაძე გავაცოცხლეთ.

“სამშობლო” ,“მზე” ,“მე ვხედავ მზეს”,“ჰელადოსი”, “მე,ბებია,ილიკო და ილარიონი” – ეს იმ მცირეოდენი ნაწარმოებების ჩამონათვალია, რომლის ამონარიდებიც ჩვენმა ბავშვებმა წაიკითხეს. 

აქვე გვსურს დავამატოთ, რომ დუბლინი ქართული საკვირაო სკოლის “ლამპარის” სასწავლო წლის საფინალო დღეს ირალნდიის დიასპორის თავმჯდომარე ლელა შურუპოვამ ბავშვებს დამამთავრებელ დიპლომებთან ერთად საჩუქრებიც გადასცა. 

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

"წიგნის თარო" – დუბლინის ქართული საკვირაო სკოლა

ხალისიანი და საინტერესო გაკვეთილები