in

სტატია ქართული ლიტერატურული თეატრის შესახებ

ქართული საბავშვო ლიტერატურული თეატრი “ჩვენ დავბრუნდებით” ანტვერპენის პრესტიჟული ჟურნალის ფურცლებზე მოხვდა.

თეატრი წლებია ქართველი და უცხოელი კლასიკოსების ნაწარმოებების მიხედვით დგამს სპექტაკლებს და თავის საქმიანობით, ხელს უწყობს მომავალ თაობაში მშობლიური ენის, ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას.

თავდაუზოგავი შრომის შედეგია ბელგიაში დაბადებული მოზარდების სულიერი და კულტურული თვითშეგნების ამაღლება.

მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა ქალბატონმა მანანამ და მისმა გუნდმა ეს მოახერხა.  მისი თაოსნობით მოზარდებს მიეცათ საშუალება ქართულ სამოსებში, უფრო ამაღლებულ განწყობაზე წარმდგარიყვნენ მაყურებლის წინაშე.

ლიტერატურული თეატრის ყოველი გამოსვლა, წარმოდგენა და აქტივობა კიდევ უფრო ამდიდრებს ქართულ კულტურას. ამ გზით დაცული იქნება ქართული ტრადიციები და თვითმყოფადობა თაობიდან თაობაში. – ნათქვამია ჟურნალ არენაში.

ვრცლად იხილეთ ინფორმაცია ბმულზე

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

კულინარიის გაკვეთილები

"ნაკადულის" დაბადება