in

საელჩოს საჩუქარი ნაკადულელებს

მოგზაურობის დასაწყისი საქართველოს ისტორიისა და ქართული ენის ჯადოსნურ, უდიდეს საგანძურში. 

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოსა და ელჩის, ბატონი რევაზ ლომინაძის პირადი ინიციატივით  ,,ნაკადულის” მოსწავლეების გადაეცათ ქართული ენის სახელმძღვანელოები. აღნიშნული სახელმძღვანელოს კრებული შექმნილია სპეციალურად უცხოეთში არსებული ქართული საკვირაო სკოლებისათვის და შედგება მასწავლებლის წიგნის, მოსწავლის წიგნის, მოსწავლის რვეულისა და კალიგრაფიის რვეულისგან. 

სკოლა ,,ნაკადული” მადლობას უხდის საქართველოს საელჩოს შვეიცარიაში მხარდაჭერისათვის, ბავშვებს კი წარმატებებს უსურვებს იდენტობის შეცნობის საინტერესო, ხანგრძლივ და თავგადასავლებით აღსავსე გზებზე.

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

"ნაკადულის" დაბადება

სააღდგომო სამზადისი "ნაკადულში"