in

"ნაკადულის" დაბადება

საინიციატივო ჯგუფისა და შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით, 2020 წლის 25 ოქტომბერს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ფუნქციონირება დაიწყო ქართულმა საკვირაო სკოლამ „ნაკადული“.

პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობისა და გამკაცრებული ადგილობრივი რეგულაციებიდან გამომდინარე გახსნას დაესწრნენ მხოლოდ ბავშვები, პედაგოგები და საქართველოს ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში ბატონი რევაზ ლომინაძე. ჩატარდა სახალისო აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ბავშვებს გაუადვილდათ  გარემოსთან ადაპტირება.

ჩვენი სკოლის მიზანია ბაზელში და მის ახლოს მცხოვრებ სხვადასხვა ასაკის მოზარდებს დავეხმაროთ გაიღრმავონ მშობლიური ენის ცოდნა, შევაყვაროთ საქართველოს ისტორია და ვაზიაროთ ქართულ კულტურულ ფასეულობებს, რაც ხელს შეუწყობს ეროვნულ-კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას.

ვღებულობთ ბავშვებს 4 წლის ასაკიდან. ჯგუფები დაყოფილია ასაკობრივად და გამოიყენება დიფერენცირებული სწავლების მეთოდები. სწავლება ეყრდნობა როგორც საქართველოს ეროვნულ პროგრამას, ასევე ქართულის, როგორც უცხო ენის შესწავლის მეთოდებს. ეროვნული კულტურის უკეთ გაცნობისა და შესწავლის მიზნით ტარდება ქართული ხალხური ცეკვის გაკვეთილები.


საწყის ეტაპზე მეტი ყურადღება დაეთმობა ქართულად მეტყველების გაუმჯობესებასა და წერა-კითხვისათვისებას. თემატურად შემოთავაზებული იქნება საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიის, ეთნოლოგიის, ლიტერატურის და ხელოვნების მიმართულებები. იგეგმება სხვადასხვა სპორტული აქტივობებითდატვირთული ექსკურსიები ბუნებაში, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების დაახლოებასა და დამეგობრებას.

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

სტატია ქართული ლიტერატურული თეატრის შესახებ

"ნაკადულის" დაბადება